Saturday, January 26, 2013

Free Hugs



სასკოლო სამოქალაქო კლუბები გავერთიანდით :) )))  21 იანვარს ჩახუტების საერთაშორისო და 2 საათის განმავლობაში ვეცადეთ სითბო გადაგვეცა რუსთავის მოსახლეობისთვის :) ჩვენ შევიკრიბეთ ჟიული შარტავას ძეგლთან და ფეხით გავიარეთ რუსთავის მერიამდე :)
ბევრ ადამიანს ჩავეხუტეთ და გადავეცით პოზიტივი.
ბევრი მოწყენილი, ჩაფიქრებული ადამიანი მიდოდა  და როდესაც ჩვენ ჩავეხუტებოდით ღიმილით აგრძელებდა გზას :))))
იყო მომენტები რომ ხალხი ვერ იგებდა ჩვენს საქციელს უკვირდათ რატომ ვაკეთებდით ამას და ჩვენ შეძლებისდაგვარად ამას ვუხსნიდით სამწუხაროდ იყო მომენტები როდესაც ახსნის შედეგათაც ვერ გაიგეს.
ეს დღე ჩემთვისაც და ალბათ სხვა მონაწილეებისთვისაც ძალიან მხიარული იყო.
ასევე არ შემიძლია არ ავღნიშნო ჩვენი მხარდამჭერის სიქას ძალა მათ უდიდესი დახმარება გაგვიწიეს და ვფიწრობ რომ სიქა რომ არ დაგვხმარებოდა ჩვენ ასეთ მაშტაბურ აქციას ვერ ჩავატარებდით :)))


           

შეხვედრა შორენა ლორთქიფანიძესთან--ტოლერანტობის საერთაშორისო დღე

16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, სიქას ინიციატივით მოეწყო რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრების შეხვედრა მოწვეულ სტუმართან, კონფლიქტებისა და მოლაპარაკების ცენტრის წარმომადგენელთან შორენა ლორთქიფანიძესთან. შეხვედრაზე განხილული იყო სხვადასხვა სახის ძალადობის ტიბეი, გაიმართა დოკუმენტური ფილმის ჩვენება რაც საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. შეხვედრას ესწრებოდა ჩვენი კლუბის ოთხი მოსწავლე.

შეხვედრა ანატოლი ბოისასთან

24 დეკემბერს სიქას ორგანიზებით რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრები შევხვდით ცნობილ კალათბურთელ ანატოლი ბოისას. შეხვედრის დასაწყისში კალათბურთელმა საკუთარი სპორტული კარიერის შესახებ ისაუბრა, რის შემდეგაც შეხვედრა დილოგის რეჟიმში გაგრძელდა. შეხვედრა არა მარტო ჩვენთვის გამოდგა საინტერესო არამედ სხვა სკოებისთვისაც და მოლოდინსაც გადააჭარბა. შეხვედრას ესწრებოდა ჩვენი კლბის ხუთი წევრი.

ვიზიტი რუსთავის მერიაში

21 დეკემბერს, სიქას ორგანიზებით რუსთავის მერიის  დარბაზში რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრების შეხვედრა მოეწყო მერიის  წარმომადგენლებთან. ეს შეხვედრა მიზნად ისახავდა ბიუჯეტის განხილვას, ბიუჯეტის განხილვას ესწრებოდა ჩვენი კლუბის წევრი სოფიო ტაბატაძე.

მოსწავლეების სტაჟირება

ჩვენი კლუბის ერთ-ერთმა წევრმა, სოფიო ტაბატაძემ, მონაწილეობა მიიღო სიქას მიერ ორგანიზებულ, ერთ თვიან სტაჟირების პროგრამაში, რომელიც ტარდებოდა რუსთავის იუსტიციის სახლში. იგი კმაყოფილია მიღებული ცოდნით და კვლავ აპირებს ჩაერთოს სხვა მსგავს ღონისძიებებში.

სტუმრად რუსთავის სამაშველო სამსახურში

26 ნოემბერს სიქას ინიციტივით  რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრები რუსთავის სამაშველო სამსახურს ეწვივნენ. ვიზიტი ძალიან საინტერესო და მრავლისმომცემი იყო ბავშვებისთვის. ჩვენი კლუბის ორი წევრი დაესწრო ამ შხვედრას: ციცი ჭელიძე, ნინო ჩაგელიშვილი.

შეხვედრა ნანა ნერსეზაშვილთან

2012 წლის 19 ოქტომბერს, ქვემო ქართლის რეგიონის  სასკოლო სამოქალაქო კლუბების
აქტიური წევრები შეხვდნენ მოწვეულ სტუმარს, ნანა ნერსეზაშვილს, იგი სრულიად უანგაროდ ეხმარება და ულამაზებს ცხოვრებას უამრავ ახალგაზრდას. ამ შეხვედრას ესწრებოდა ჩვენი კლუბის 3 წევრი: სოფიო ტაბატაძე, თამთა ბერუაშვილი, თამარ კობიაშვილი

შეზღუდული უნაის მქონე ბავშვთა საერთაშორისო დღე

 სამ დეკემბერს ჩვები სკოლის თვითმმართველობამ და სამოქალაქო კლუბმა ერთად

დავგეგმეთ და განვახორციელეთ ღონისძიება შეზღუდული უნარის მქონე ბავშთა

საერთაშორისო დღეს, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო როგორც სიმღესა ასევე

ლექსის წაკითხვაც. ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ ბენეფიციარებიც, რაც გამოიხატა

მათ მიერ სპეციალურად მომზადებული რამოდენიმე სიმღერის შესრულებით.

შიდსის საერთაშორისო დღე

შაბათს, პირველ დეკემბერს, შიდსის საერთაშორისო დღეს, სამოქალაქო კლუბმა: აქტიურმა თაობამ, ჩავატარეთ სემინარი შიდსის დღესთან დაჯავშირებით. სემინარის დაწყებისას დაისვა რამდენიმე შეკითხვა რომელშიც აქტიურად ჩაებნენ დამსწრე ბავშვები, აქტივობას ესწრებოდა დაახლოებით 35 ბავშვი და 2 მასწავლებელი. სემინარზე ასევე ნაჩვენები იქნა ფილმი ,,სტიგმა’’ რომელმაც უფრო დიდი შთაბეჭდილება დატოვა ბავშვებზე ვიდრე მანამდე იყო, რაც შეეხება ბავშვების განცხადებებს თუ რა შეიძინეს მათ ამ სემინარით ითქვა რომ: ,,ის რაც დღემდე არ ვიცოდით, გახდა უფრო ნათელი, საინტერესო და უფრო სხვა კუთხით შევძელით ამა თუ იმ საკითხის დანახვა’’.
 

27.IX.2012-ის შეხვედრა

დღეს 27 ნოემბერს, კლუბის წევრები შევიკრიბეთ, შიდსის ღონისძიების დაგეგმვასთან დაკავშირებით, საბოლოოდ გადავწყვიტეთ რომ ჩავატაროთ მოკლე სემინარი და მოვაწყოთ მოკლემეტრაჟიანი ფილმის ,,სტიგმა’’-ს ჩვენება. დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ განვიხილეთ კლუბის წევრების მიერ მოძიებული ინფორმაცია შიდსთან დაკავშირებით, გადავინაწილეთ როლები თუ ვინ რას გაკეთებს და რას წაიკითხავს სემინარის განმავლობში. სემინარს წარუძღვება კლუბის რვა აქტიური მოსწავე.

16 ნოემბერი - სემინარი ტოლერანტობის შესახებ

ყველაფერი ამ ჩვენი შრომის შეჯამება და მისი სკოლაში გაზიარება 16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს მოხდა ჩვენი, სკოლის ბიბლიოთეკაში. ღონისძიება ისე წარიმართა როგორც იყო დაგეგმილი, თავდაპირველად ტოლერანტობის მოკლე მიმოხილვა განხორციელდა შემდეგ კი ღონისძიება კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა, ღონისძიებას ესწრებოდა 30-მდე ბავშვი, მე-8, მე-9 და მე-10 კლასებიდან, აქტოვობას დაესწრო სკოლის დირექტორი და კლუბის მეურვე. 

გამოკითხვა სკოლის გარეთ

როგორც უკვე გითხარით 14 ნოემბერს სკოლაში ჩატარდა შიდა გამოკითხვა ტოლერანტობასთან დაკავშირებით. 15 ნოემბერს კი 28-ე და მე-13 საჯარო სკოლებთან ერთად გამოკითვამ სკოლის გარეთ გადაინაცვლა და ამავდროულოდ დავარიგდა ბუკლეტები, სადაც ეწერა სიტყვა ტოლერანტობის განმარტება. გამოიკითხა ყველა ასაკის ადამიანი რომლის უმეტესობამაც არ იცის სიტყვა ტოლერანტობის მნიშვნელობა. საბოლოო ჯამში სულ გამოიკითხრა 535 ადამიანი. გამოკითხვას არ ჰქონია ხელის შემშლელი ფაქტორები, აქედან გამომდიბრე გამოკითხვამ მშვიდობიანად ჩაიარა, შეგიძლიათ იხილოთ ქუჩის გამოკითხვის ამსახველი ფოტოები. 

გამოკითხვა სკოლაში

14 ნოემბერს სამოქალქო კლუბის ბავშვებმა განვახორციელეთ წინა შეხვედრაზე დაგეგმილი გამოკითხვა, იმის შესახებ თუ რამდენად იცოდნენ ბავშვებმა სიტყვა ტოლეტანტობის მნიშვნელობა, გამოკითხვა იყო წერითი რომელსაც თან ახლდა სამი სავარაუდო პასუხი: 1. შემწყნარებლობა; 2. მეგობრობა; 3. არ ვიცი.  მონაწილეობა მიიღო 385 მოსწავლემ, გამოკითხვიდან 254-მა მოსწავლემ ტოლერანტობა როგორც შემწყნარებლობა ისე განმარტა, 91-მა მეგობრობად და 40-მა მოსწავლემ არ იცოდა სიტყვის მნიშვნელობა. აქვე გავაცანით ბავშვებს რომ პარასკევს 16 ნოემბერს ვაპირებდით სემინარის ჩატარებას რაზეც იქვე იქნა გამოთქმული სურვილი, რომ დასწრებოდნენ სემინარს.
 

6 ნოემბრის შეხვედრა

 2 ნოემბრის შეხვედრის შემდეგ კლუბის შეხვედრა შედგა 6 ნოემბერს, სადაც უფრო დაზუსტებით განვიხილეთ ტოლერანტობის დღეს განსახორციელებელი სიქას მიერ შემოთავაზებული აქტივობები და გადავწყვიტეთ, რომ განგვეხორციელებინა სემინარი ტოლერანტობის შესახებ. ამავე შეხვედრაზე გავინაწილეთ როლები და ფუნქციები რომლებსაც აცტივობის დღეს მოვირგებდით. დღესვე გადავწყვიტეთ სკოლაში ჩაგვეტარებინა გამოკითხვა იმის შესახებ თუ რამდენად იცოდნენ მოსწავლეებმა სიტყვა ტოლერანტობის მნიშვნელობა, დროიოს  არ ქონის გამო გამოკითხვის ჩატარება შემდეგი შეხვედრის დღისით დავნიშნეთ. სამწუხარ

2 ნოემბრის შეხვედრა

დღეს 2 ნოემბერს კლუბი შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ზუსტად განგვეხილა და დაგვეგეგმა მომავალში განსახორციელებელი აცტივობა, კლუბმა ვიმუშავეთ რამოდენიმე ინიციატივაზე, რომლზეც შემდგომში მერიას უნდა მივმართოტ, ასევე შეხვედრაზე ზედაპირულა განვიხილეთ ტოლერანტობის  საერთაშპრისო დღეს 16 ნოემბერს დასაგეგმი აქტივობები.

,,მე დავასუფთავე ჩემი ქუჩა, შენ?''

  დღეს 27 ოქტომბერს, ჩვენმა კლუბმა: აქტიურმა თაობამ მონაწილეობა მიიღო სიქას მიერ დაგეგმილ ერთობლივ აქტივობაში: ,, მე დავასუფთავე ჩემი ქუჩა, შენ? ’’-ში. მიუხედავად ცუდი ამინდისა კლუბი მაინც ჩერთო აქტივობაში, არ შეუშინდა წვიმას, დაასუფთავა #21-ე საჯარო სკოლის ეზო და თემის მიმდებარე ტერიტორია.