Wednesday, April 17, 2013

შეხვედრა გოჩა ტყეშელაშვილთან

დღეს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ქ. რუსთავის სამოქალაქო კლუბების ინიციატივითა და საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის - ,,სიქას’’ ხელშეწყობით, რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოეწყო შხვედრა ტელეგადაცემა ,,ეტალონის’’  წამყვან გოჩა ტყეშელაშვილთან. თავდაპირველად ბატონმა გოჩამ ისაუბრა მოტივაციის შსახებ თუ რა არის მოტივაცია და  რატომ უნდა იყოს ადამიანი მოტივიებული.

მოგვიანებით შხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, სტუმარმა გაგვიზიარა საკუთარი გამოცდილება და გვიამბო თავისი საქმიანობის შსახებ, ბოლოს ბატონმა გოჩამ წარმატებები გვისურვა დამსწრე მოსწავლეებს და დაგვემშვიდობა. ისევე, როგორც ყველა შეხვედრა ამ შხვედრამაც ძალიან საინტერესოდ და მხიარულად ჩაიარა.





Sunday, April 14, 2013

დღეს დედაენის დღე აღინიშნება

     დღეს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. 35 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს, საქართველოს მოსახლეობა ინტელიგენციის ინიციატივით მასობრივად გამოვიდა და წინ აღუდგა საბჭოთა სოციალისტური ხელისუფლების გადაწყვეტილებას ჩვენს ქვეყანაში ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმებას.
     1978 წლის 17 აპრილს თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის  გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა. პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია და უარი თქვა იმპერიალისტურ ზრახვებზე. ეს დღე  ჩვენი სიამაყის ღირსების შნარჩუნების დღეს იქცა.
     14 აპრილი ,,დედა ენის’’ დღედ გამოცხადდა ამ თარიღთან დაკავშირებით დედაენის ძეგლთან, ტრადიციულად, ყოველ წელს, სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა, რათა არ დაივიწყოს ქართველმა რომ:

,, ერის ცხოვრება,
მისი დიდება,
მის ისტორია დაცულ არს ენით;
                                                                                      რა ენა წახდეს
                                                                        ერიც დაეცეს...წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას!...

კლუბი ,,აქტიური თაობა’’ გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს, არ დაივიწყოთ მრავალჭირნახული დედაენა.
დე ,,იძლიეროს ენამ ქართულმა’’










Saturday, April 13, 2013

შაბათობა

6 აპრილს,  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, კლუბის ინიციატივით, დირექციის ხელშეწყობითა და სკოლის თვითმმართველობასთან თანამშრომლობით მოეწყო შაბათობა, სადაც სკოლის და კლუბის წევრმა მოსწავლეებმა დავასუფთავეთ კლასები, კერძოდ კი დასუფთავდა მერხები და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე კი გაკეთდა საყვავილეები.

პირველი მიღწევა

ჩვენი  #21-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი ,,აქტიური თაობა’’ ქვემო ქართლის მასშტაბით 10 საუკეთესო კლუბს შორის მე-10 ადგილზეა 60 ქულით, ათეულში მოხვედრის გამო კლუბს გადაეცემა სერთიფიკატი. მადლობა თითოეულ მოსწავლეს, რომლებიც მონაწილეობდით კლუბის მიერ განხორციელებულ სამოქალაქო აქტივობებში. ეს ყველაფერი არაა, კლუბი აუცილებლად აგრძელებს აქტიურობას და რა თქმა უნდა ახალი იდეებით და ახალი ღონიძებებით ♥ ♥ ♥ ♥

Tuesday, April 9, 2013

დღეს 9 აპრილია !

დღეს 9 აპრილია,ალბათ თითოეულმა თქვენგანმა იცის რა მოხდა.. 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტი-საბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა... როგორც ჩემთვის არის ცნობილი , ამ დროს დაიღუპა ერთი ორსული ქალი ,ხოლო ყველაზე მცირეწლოვანი გოგო რომელიც მოწამლვის შედეგად გარდაიცვალა იყო 16 წლის...მძიმე მოწამლვა მხოლოდ 29 ადამიანს ქონდა ...მე უბრალოდ მინდა პატივი მივაგო 9 აპრილს დაღუპულებს !!!! 
ნათელში იყვნენ მათი სულები .. 
ამინ !

Friday, March 29, 2013

#1 საქველმოქმედო აქციის ფინალი

Photo  გუშინ 28 მარტს შედგა რიგით პირველი საქველმოქმედო აქციის ფინალი. აქციის მიზანი იყო დავხმარებოდით სკოლაში მყოფ სოციალურად დაუცელის სტატუსის მქონე ბავშვებს, ამჟამად გადავწყვიტეთ დავხმარებოდით ორ ბავშვს, რომლებიც აიან მეორე და მესამე კლასში. პროექტი რომ განგვეხორციელებინა დახმარებისთვის მივმართეთ მაღაზიათა ქსელს ,,ვეჯინს’’ და ვთხოვეთ გამოეყოთ საკანცელარიო ნივთები, კომპანია დაგვთანხმდა აქციაში მონაწილეობისთვის და გამოგვიყო ყველა ის საჭირო საკანცელარიო ნივთი, რომელიც შიძლებოდა დასჭირვებოდათა ამ მოსწავლეებს, ამისთვის განსაკუთრებულ მადლობა გვინდა მოვუხადოთ კლუბის სახელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი მცირედია, ჩვენ შევეცადეთ ცოტათი მაინც უზრუნველ გვეყო ბავშვები საკანცელარიო ნივთებით, რაც მათთვის და მათი ოჯახებისთვის მცირეთი შეღავათი იქნებოდა. ამავდროულად  შეგახსენებთ, რომ მსგავსი აქციები კვლავ არის კლუბის სამოქმედო გეგმაში და გაგრძელდება სასწავლო წლის დასრულებამდე.

Thursday, March 28, 2013

სტუმრად მერიაში

სამოქალაქო  განათლებისა  და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში რუსთავის სამოქალაქო კლუბები სიქას ინიციატივით სტუმრად ეწვივნენ რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს. მოცემული საკითხის ირგვლივ გვესაუბრა ბატონი კახა ბარათაშვილი. შეხვედრაზე ბატონმა კახამ ძირითადად ისაუბრა ჩვენს ქალაქში არსებული ორი დიდი პროექტის: კულტურისა და დასვენების პარკისა და სპორტული კომპლექსის შესახებ. შემდეგ შეხვედრა  კითხვა-პასუხის რეჯიმში წარიმართა.  

საქველმოქმედო აქცია #1

როგორც უკვე იცით, ჩვენი კლუბი ახორციელებს საველმოქმედო აქციას, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: ჩვენ ვეხმარებით ჩვენს სკოლაში მყოფ სოციალურად დაუცველ ბავშვებს, რომელებსაც სოციალური ქულების მინიმალური რაოდენობა აქვთ.  ამჟამად ვეხმარებით ორ ბავშვს, კლუბმა ბევრი იფიქრა იმასთან დაკავშირებით თუ რა გადაგვეცა ბენეფიციართათვის და გადავწყვიტეთ, გადავცეთ საკანცელარიო ნივთები, დახმარებისთვის ჩვენ მივმართეთ მაღაზიათა ქსელს ,,ვეჯინს’’, რაზეც დაგვთანხმდნენ და გვითხრეს, რომ გამოგვიყოფდნენ ყველა იმ საჭირო ნივთს, რომელიც მოსწავლეს გამოადგებოდა.

Thursday, March 21, 2013

საქველმოქმედო აქცია #1

პატარა პაუზის მიუხედავად კლუბი კვლავ ჩაერთო სამოქალაქო განათლების ცხოვრებაში და აქტიურად განაგრძობს ახალი ღონისძიებებისა და ინიციატივების განხორციელებას.
  კლუბის შეხვედრა შედგა გუშინ, 20.03.2012-ში. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ კლუბმა გადავწყვიტეთ გაგვეტარებინა ისეთი ღონისძიება, რომელიც არ იქნებოდა ერთჯერადი. ამის მიხედვით შევჯერდით ამ ერთ-ერთ ღონისძიებაზე რომელიც არის საქველმოქმედო  და ეს არ იქნება ერთჯერადი. დაწვრილებვით ინფორმაციას აუცილებლად შეიტყობთ მომდენვო პოსტებიდან.

Saturday, February 16, 2013

სტაჟირების პროგრამა იწყება!


imagesსტაჟირების პროგრამა იწყება!სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში სიქა გაძლევთ შანსს სამოქალაქო კლუბების აქტიურ წევრებს გაიაროთ სტაჟირება სხვადასხვა დაწესებულებებში და აიმაღლოთ კვალიფიკაცია.
ამ ეტაპისთვის სტაჟირება ხორცილდება შემდეგ დაწესებულებებში:
რუსთავი – ქვემო ქართლი ტელეკომპანია – 4 ვაკანსია
რუსთავი – არასამთავრობო ორგანიზაცია სიქა-საგანმანათლებლო ინიციტივების ქართული ასოციაცია – 3 ვაკანსია
გარდაბანი – არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი“ – 5 ვაკანსია
რუსთავი – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია – 6 ვაკანსია
სამოტივაციო წერილების მიღების ბოლო ვადა 20 თებერვალი.
საკონტაქტო პირი:
ანი ციცქიშვილი
E-mail: anitsitskishvili@gmail.com

Civic Siqa გავაკეთოთ ეს ქვემო ქართლში

გავაკეთოთ ეს ქვემო ქართლში
აქტივობა #3
„გავაუმჯობესოთ გარემო თემში“
პერიოდი 11 თებერვალი – 7 მარტი 2013
აქტივობის ეტაპები:
1. სამოქალაქო კლუბის წევრები ირჩევენ თემში (სკოლის ტერიტორიის გარეთ!) ერთ პრობლემურ (მაგ: დანაგვიანებულ, შესაკეთებელ, და სხვა) ადგილს, უღებენ ფოტოს რათა დააფისიროთ არსებული მდგომარეობა (11-17 თებერვალი) და აგზავნიან ფოტოს (აღწერით, სად მდებარეობს ეს ადგილი, რა პრობლემაა) მაილზე civic.siqa@gmail.com 17 თებერვლამდე ..
2. კლუბის წევრები ადგენენ გეგმას ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით (ეს პროექტის აუცილებელი პირობაა) თუ როგორ გააუმჯობესებენ მდგომარეობას ამ ადგილას, მიმართავენ ადგილობრივ თვითმმართველობას პრობლემის მოგვარებაში დახმარებისათვის (17 – 24 თებერვალი)
3. ადგილობრივი თვითმმართველობისა და თემის წევრების აქტიური ჩართვით მუშაობენ შერჩეულ ადგილას სიტუაციის გაუმჯობესებისათვის (მაგ: შეაკეთებენ, ასუფთავებენ, კრეჭენ გაზონს, ღებავენ და სხვა..) , ფოტოზე აღბეჭდავენ მუშაობის პროცესს.. (24 თებრვალი – 3 მარტი)
4. აგზავნიან პროექტის მიმდინარეობის ანგარიშსა და განახლებული ადგილის ფოტოს მითითებულ ელ ფოსტაზე (4-7 მარტი)
5. სიქა-ს გუნდი ავლენს პროექტის საუკეთესოდ განმხორციელებლებს. 
შეფასების კრიტერიუმები 
1. ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობა;
2. სამუშაო არეალის ფართობი
3. თემის ჩართულობა 
გამარჯვებული 3 გუნდი გამოცხადდება 12 მარტს. 
გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით.
პროექტში ყველა მონაწილე გუნდი მიიღებს საჩუქრად საკანცელარიო მასალების ნაკრებს, მომავალი საკლუბო აქტივობების უკეთ განხორციელებისათვის.

Thursday, February 14, 2013

გამოკითხვა

მიუხედავად პატარა პრობლემებისა კლუბმა გააგრძელა არსებობა და გუშინ 12 თებერვალს გლუბმა განვახორციელეთ პირველი ღონისძიება, IX, X, XI, და XII კლასებში ჩავატარეთ გამოკითხვა თუ რა თემაზე სურთ ბავშვებს ფსიქოლოგთან საუბარი, გამოკითხვიდან ყველაზე მეტად გამოიკვეთა ორი თემა რომელზეც სურთ ბავშვერბს საუბარი, ეს თემებია: 1. მოწარ]ებული აგრესიის გამოვლინება და 2.  კომპლექსი საზოგადოებაში. მიუხედავად იმისა რომ ეს ორი თემაა გამოკვეთილი, ფსიქოლოგთან სხვა თემებზეც შედგება საუბარი :))))

Friday, February 1, 2013

საკონსულტაციო შხვედრა სიქაში




29 იანვარს სიქაში შედგა საკონსულტაციო შხვედრა, შხვედრას ჩვენი კლუბიდან ესწრებოდა ოთხი ბავშვი, შეხვედრისას კლუბებმა ერთმანეთს გავაცანით თებერვლის თვის აქტივობები მივიღეთ რჩევები და  ამავდროულად გავეცანით სამოქალაქო კლუბების მუშაობის შფასების ახალ რუბრიკას,  რომელსაც შეგიძლიათ თქვენც გაეცნოთ 


  1. საკლუბო (სამოქალაქო) აქტივობის რაოდენობა: თითო აქტივობა - 2 ქულა;
  2. საკლუბო აქტივობების მედიით გაშუქება (ბეჭდვითი პუბლიკაცია ან სიუჟეტი) : თითო გამოქვეყნება - 5 ქულა;
  3. საგრანტო განაცხადების რაოდენობა: 1 განაცხადი - 8 ქულა;
  4. თვითმმართველობასთან ან გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურასთან ინიციატივით მიმართვის რაოდენობა: 1 ინიციატივა - 8 ქულა;
  5. სკოლის ადმინისტრაციის მიერ 1 გადაწყვეტილება - 10 ქულა;
  6. ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე 1 გადაწყვეტილება - 20 ქულა;
  7. სხვა სტრუქტურის (კერძო) მიერ გადაწყვეტილების მიღება: 1 გადაწყვეტილება - 15 ქულა;
  8. თემის ჩართულობა საკლუბო ღონისძიებებში: თითო ჩართულობა - 2 ქულა;
  9. ბლოგზე სამოქალაქო/საკლუბო აქტივობის ამსახველი ინფორმაცია: 1 პოსტი-1 ქულა, დასურათებული +1 ქულა;
  10. სამოქალაქო აქტივობის ამსახველი ვიდეორგოლი - 1 ვიდეო - 5 ქულა.

თებერვლის გეგმა


2013 წლის 24 იანვარს შედგა კლუბის პირველი შეკრება, ბავშვებმა ვიმუშავეთ თებერვლის თვეში განსახორციელებელ ღონისძიებებზე და შევადგინეთ გეგმა:

  • გამოკითხვა, თუ რა თემაზე სურთ მოსწავლეებს ფსიქოლოგთას საუბარი.
  • ფსიქოლოგის ვიზიტი სკოლაში.
  • საქველმოქმედო აქცია.
  • წიგნის: ,,გზამკვლევი სკოლის მოსწავლეთათვის’’-პრეზენტაცია.
  • ნარკოტიკული ნივთიერების საწინააღმდეგო დღე.
  • ინიციატივის შეტანა მერიაში.

პირველ შეხვედრაზევე გადაწყდა, თუ როდის ჩავატარებდით პირველ ღონისძიებას, ეს ქინება 1-ლი თებერვალი, გამოკითხვის ჩატარება სკოლაში და ასევე გადავწყვიტეთ ფსიქოლოგის ვიზიტი სკოლაში, რომელის შხვდება მოსწავლეებს და ისაუბრებს მათთვის სასურველ თემაზე შედგება 5თებერვალს :)) 

Saturday, January 26, 2013

Free Hugs



სასკოლო სამოქალაქო კლუბები გავერთიანდით :) )))  21 იანვარს ჩახუტების საერთაშორისო და 2 საათის განმავლობაში ვეცადეთ სითბო გადაგვეცა რუსთავის მოსახლეობისთვის :) ჩვენ შევიკრიბეთ ჟიული შარტავას ძეგლთან და ფეხით გავიარეთ რუსთავის მერიამდე :)
ბევრ ადამიანს ჩავეხუტეთ და გადავეცით პოზიტივი.
ბევრი მოწყენილი, ჩაფიქრებული ადამიანი მიდოდა  და როდესაც ჩვენ ჩავეხუტებოდით ღიმილით აგრძელებდა გზას :))))
იყო მომენტები რომ ხალხი ვერ იგებდა ჩვენს საქციელს უკვირდათ რატომ ვაკეთებდით ამას და ჩვენ შეძლებისდაგვარად ამას ვუხსნიდით სამწუხაროდ იყო მომენტები როდესაც ახსნის შედეგათაც ვერ გაიგეს.
ეს დღე ჩემთვისაც და ალბათ სხვა მონაწილეებისთვისაც ძალიან მხიარული იყო.
ასევე არ შემიძლია არ ავღნიშნო ჩვენი მხარდამჭერის სიქას ძალა მათ უდიდესი დახმარება გაგვიწიეს და ვფიწრობ რომ სიქა რომ არ დაგვხმარებოდა ჩვენ ასეთ მაშტაბურ აქციას ვერ ჩავატარებდით :)))


           

შეხვედრა შორენა ლორთქიფანიძესთან--ტოლერანტობის საერთაშორისო დღე

16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, სიქას ინიციატივით მოეწყო რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრების შეხვედრა მოწვეულ სტუმართან, კონფლიქტებისა და მოლაპარაკების ცენტრის წარმომადგენელთან შორენა ლორთქიფანიძესთან. შეხვედრაზე განხილული იყო სხვადასხვა სახის ძალადობის ტიბეი, გაიმართა დოკუმენტური ფილმის ჩვენება რაც საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. შეხვედრას ესწრებოდა ჩვენი კლუბის ოთხი მოსწავლე.

შეხვედრა ანატოლი ბოისასთან

24 დეკემბერს სიქას ორგანიზებით რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრები შევხვდით ცნობილ კალათბურთელ ანატოლი ბოისას. შეხვედრის დასაწყისში კალათბურთელმა საკუთარი სპორტული კარიერის შესახებ ისაუბრა, რის შემდეგაც შეხვედრა დილოგის რეჟიმში გაგრძელდა. შეხვედრა არა მარტო ჩვენთვის გამოდგა საინტერესო არამედ სხვა სკოებისთვისაც და მოლოდინსაც გადააჭარბა. შეხვედრას ესწრებოდა ჩვენი კლბის ხუთი წევრი.

ვიზიტი რუსთავის მერიაში

21 დეკემბერს, სიქას ორგანიზებით რუსთავის მერიის  დარბაზში რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრების შეხვედრა მოეწყო მერიის  წარმომადგენლებთან. ეს შეხვედრა მიზნად ისახავდა ბიუჯეტის განხილვას, ბიუჯეტის განხილვას ესწრებოდა ჩვენი კლუბის წევრი სოფიო ტაბატაძე.

მოსწავლეების სტაჟირება

ჩვენი კლუბის ერთ-ერთმა წევრმა, სოფიო ტაბატაძემ, მონაწილეობა მიიღო სიქას მიერ ორგანიზებულ, ერთ თვიან სტაჟირების პროგრამაში, რომელიც ტარდებოდა რუსთავის იუსტიციის სახლში. იგი კმაყოფილია მიღებული ცოდნით და კვლავ აპირებს ჩაერთოს სხვა მსგავს ღონისძიებებში.

სტუმრად რუსთავის სამაშველო სამსახურში

26 ნოემბერს სიქას ინიციტივით  რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრები რუსთავის სამაშველო სამსახურს ეწვივნენ. ვიზიტი ძალიან საინტერესო და მრავლისმომცემი იყო ბავშვებისთვის. ჩვენი კლუბის ორი წევრი დაესწრო ამ შხვედრას: ციცი ჭელიძე, ნინო ჩაგელიშვილი.

შეხვედრა ნანა ნერსეზაშვილთან

2012 წლის 19 ოქტომბერს, ქვემო ქართლის რეგიონის  სასკოლო სამოქალაქო კლუბების
აქტიური წევრები შეხვდნენ მოწვეულ სტუმარს, ნანა ნერსეზაშვილს, იგი სრულიად უანგაროდ ეხმარება და ულამაზებს ცხოვრებას უამრავ ახალგაზრდას. ამ შეხვედრას ესწრებოდა ჩვენი კლუბის 3 წევრი: სოფიო ტაბატაძე, თამთა ბერუაშვილი, თამარ კობიაშვილი

შეზღუდული უნაის მქონე ბავშვთა საერთაშორისო დღე

 სამ დეკემბერს ჩვები სკოლის თვითმმართველობამ და სამოქალაქო კლუბმა ერთად

დავგეგმეთ და განვახორციელეთ ღონისძიება შეზღუდული უნარის მქონე ბავშთა

საერთაშორისო დღეს, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო როგორც სიმღესა ასევე

ლექსის წაკითხვაც. ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ ბენეფიციარებიც, რაც გამოიხატა

მათ მიერ სპეციალურად მომზადებული რამოდენიმე სიმღერის შესრულებით.

შიდსის საერთაშორისო დღე

შაბათს, პირველ დეკემბერს, შიდსის საერთაშორისო დღეს, სამოქალაქო კლუბმა: აქტიურმა თაობამ, ჩავატარეთ სემინარი შიდსის დღესთან დაჯავშირებით. სემინარის დაწყებისას დაისვა რამდენიმე შეკითხვა რომელშიც აქტიურად ჩაებნენ დამსწრე ბავშვები, აქტივობას ესწრებოდა დაახლოებით 35 ბავშვი და 2 მასწავლებელი. სემინარზე ასევე ნაჩვენები იქნა ფილმი ,,სტიგმა’’ რომელმაც უფრო დიდი შთაბეჭდილება დატოვა ბავშვებზე ვიდრე მანამდე იყო, რაც შეეხება ბავშვების განცხადებებს თუ რა შეიძინეს მათ ამ სემინარით ითქვა რომ: ,,ის რაც დღემდე არ ვიცოდით, გახდა უფრო ნათელი, საინტერესო და უფრო სხვა კუთხით შევძელით ამა თუ იმ საკითხის დანახვა’’.
 

27.IX.2012-ის შეხვედრა

დღეს 27 ნოემბერს, კლუბის წევრები შევიკრიბეთ, შიდსის ღონისძიების დაგეგმვასთან დაკავშირებით, საბოლოოდ გადავწყვიტეთ რომ ჩავატაროთ მოკლე სემინარი და მოვაწყოთ მოკლემეტრაჟიანი ფილმის ,,სტიგმა’’-ს ჩვენება. დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ განვიხილეთ კლუბის წევრების მიერ მოძიებული ინფორმაცია შიდსთან დაკავშირებით, გადავინაწილეთ როლები თუ ვინ რას გაკეთებს და რას წაიკითხავს სემინარის განმავლობში. სემინარს წარუძღვება კლუბის რვა აქტიური მოსწავე.

16 ნოემბერი - სემინარი ტოლერანტობის შესახებ

ყველაფერი ამ ჩვენი შრომის შეჯამება და მისი სკოლაში გაზიარება 16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს მოხდა ჩვენი, სკოლის ბიბლიოთეკაში. ღონისძიება ისე წარიმართა როგორც იყო დაგეგმილი, თავდაპირველად ტოლერანტობის მოკლე მიმოხილვა განხორციელდა შემდეგ კი ღონისძიება კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა, ღონისძიებას ესწრებოდა 30-მდე ბავშვი, მე-8, მე-9 და მე-10 კლასებიდან, აქტოვობას დაესწრო სკოლის დირექტორი და კლუბის მეურვე. 

გამოკითხვა სკოლის გარეთ

როგორც უკვე გითხარით 14 ნოემბერს სკოლაში ჩატარდა შიდა გამოკითხვა ტოლერანტობასთან დაკავშირებით. 15 ნოემბერს კი 28-ე და მე-13 საჯარო სკოლებთან ერთად გამოკითვამ სკოლის გარეთ გადაინაცვლა და ამავდროულოდ დავარიგდა ბუკლეტები, სადაც ეწერა სიტყვა ტოლერანტობის განმარტება. გამოიკითხა ყველა ასაკის ადამიანი რომლის უმეტესობამაც არ იცის სიტყვა ტოლერანტობის მნიშვნელობა. საბოლოო ჯამში სულ გამოიკითხრა 535 ადამიანი. გამოკითხვას არ ჰქონია ხელის შემშლელი ფაქტორები, აქედან გამომდიბრე გამოკითხვამ მშვიდობიანად ჩაიარა, შეგიძლიათ იხილოთ ქუჩის გამოკითხვის ამსახველი ფოტოები. 

გამოკითხვა სკოლაში

14 ნოემბერს სამოქალქო კლუბის ბავშვებმა განვახორციელეთ წინა შეხვედრაზე დაგეგმილი გამოკითხვა, იმის შესახებ თუ რამდენად იცოდნენ ბავშვებმა სიტყვა ტოლეტანტობის მნიშვნელობა, გამოკითხვა იყო წერითი რომელსაც თან ახლდა სამი სავარაუდო პასუხი: 1. შემწყნარებლობა; 2. მეგობრობა; 3. არ ვიცი.  მონაწილეობა მიიღო 385 მოსწავლემ, გამოკითხვიდან 254-მა მოსწავლემ ტოლერანტობა როგორც შემწყნარებლობა ისე განმარტა, 91-მა მეგობრობად და 40-მა მოსწავლემ არ იცოდა სიტყვის მნიშვნელობა. აქვე გავაცანით ბავშვებს რომ პარასკევს 16 ნოემბერს ვაპირებდით სემინარის ჩატარებას რაზეც იქვე იქნა გამოთქმული სურვილი, რომ დასწრებოდნენ სემინარს.
 

6 ნოემბრის შეხვედრა

 2 ნოემბრის შეხვედრის შემდეგ კლუბის შეხვედრა შედგა 6 ნოემბერს, სადაც უფრო დაზუსტებით განვიხილეთ ტოლერანტობის დღეს განსახორციელებელი სიქას მიერ შემოთავაზებული აქტივობები და გადავწყვიტეთ, რომ განგვეხორციელებინა სემინარი ტოლერანტობის შესახებ. ამავე შეხვედრაზე გავინაწილეთ როლები და ფუნქციები რომლებსაც აცტივობის დღეს მოვირგებდით. დღესვე გადავწყვიტეთ სკოლაში ჩაგვეტარებინა გამოკითხვა იმის შესახებ თუ რამდენად იცოდნენ მოსწავლეებმა სიტყვა ტოლერანტობის მნიშვნელობა, დროიოს  არ ქონის გამო გამოკითხვის ჩატარება შემდეგი შეხვედრის დღისით დავნიშნეთ. სამწუხარ

2 ნოემბრის შეხვედრა

დღეს 2 ნოემბერს კლუბი შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ზუსტად განგვეხილა და დაგვეგეგმა მომავალში განსახორციელებელი აცტივობა, კლუბმა ვიმუშავეთ რამოდენიმე ინიციატივაზე, რომლზეც შემდგომში მერიას უნდა მივმართოტ, ასევე შეხვედრაზე ზედაპირულა განვიხილეთ ტოლერანტობის  საერთაშპრისო დღეს 16 ნოემბერს დასაგეგმი აქტივობები.

,,მე დავასუფთავე ჩემი ქუჩა, შენ?''

  დღეს 27 ოქტომბერს, ჩვენმა კლუბმა: აქტიურმა თაობამ მონაწილეობა მიიღო სიქას მიერ დაგეგმილ ერთობლივ აქტივობაში: ,, მე დავასუფთავე ჩემი ქუჩა, შენ? ’’-ში. მიუხედავად ცუდი ამინდისა კლუბი მაინც ჩერთო აქტივობაში, არ შეუშინდა წვიმას, დაასუფთავა #21-ე საჯარო სკოლის ეზო და თემის მიმდებარე ტერიტორია.