Wednesday, April 17, 2013

შეხვედრა გოჩა ტყეშელაშვილთან

დღეს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ქ. რუსთავის სამოქალაქო კლუბების ინიციატივითა და საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის - ,,სიქას’’ ხელშეწყობით, რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოეწყო შხვედრა ტელეგადაცემა ,,ეტალონის’’  წამყვან გოჩა ტყეშელაშვილთან. თავდაპირველად ბატონმა გოჩამ ისაუბრა მოტივაციის შსახებ თუ რა არის მოტივაცია და  რატომ უნდა იყოს ადამიანი მოტივიებული.

მოგვიანებით შხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, სტუმარმა გაგვიზიარა საკუთარი გამოცდილება და გვიამბო თავისი საქმიანობის შსახებ, ბოლოს ბატონმა გოჩამ წარმატებები გვისურვა დამსწრე მოსწავლეებს და დაგვემშვიდობა. ისევე, როგორც ყველა შეხვედრა ამ შხვედრამაც ძალიან საინტერესოდ და მხიარულად ჩაიარა.





Sunday, April 14, 2013

დღეს დედაენის დღე აღინიშნება

     დღეს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. 35 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს, საქართველოს მოსახლეობა ინტელიგენციის ინიციატივით მასობრივად გამოვიდა და წინ აღუდგა საბჭოთა სოციალისტური ხელისუფლების გადაწყვეტილებას ჩვენს ქვეყანაში ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმებას.
     1978 წლის 17 აპრილს თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის  გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა. პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია და უარი თქვა იმპერიალისტურ ზრახვებზე. ეს დღე  ჩვენი სიამაყის ღირსების შნარჩუნების დღეს იქცა.
     14 აპრილი ,,დედა ენის’’ დღედ გამოცხადდა ამ თარიღთან დაკავშირებით დედაენის ძეგლთან, ტრადიციულად, ყოველ წელს, სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა, რათა არ დაივიწყოს ქართველმა რომ:

,, ერის ცხოვრება,
მისი დიდება,
მის ისტორია დაცულ არს ენით;
                                                                                      რა ენა წახდეს
                                                                        ერიც დაეცეს...წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას!...

კლუბი ,,აქტიური თაობა’’ გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს, არ დაივიწყოთ მრავალჭირნახული დედაენა.
დე ,,იძლიეროს ენამ ქართულმა’’










Saturday, April 13, 2013

შაბათობა

6 აპრილს,  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, კლუბის ინიციატივით, დირექციის ხელშეწყობითა და სკოლის თვითმმართველობასთან თანამშრომლობით მოეწყო შაბათობა, სადაც სკოლის და კლუბის წევრმა მოსწავლეებმა დავასუფთავეთ კლასები, კერძოდ კი დასუფთავდა მერხები და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე კი გაკეთდა საყვავილეები.

პირველი მიღწევა

ჩვენი  #21-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი ,,აქტიური თაობა’’ ქვემო ქართლის მასშტაბით 10 საუკეთესო კლუბს შორის მე-10 ადგილზეა 60 ქულით, ათეულში მოხვედრის გამო კლუბს გადაეცემა სერთიფიკატი. მადლობა თითოეულ მოსწავლეს, რომლებიც მონაწილეობდით კლუბის მიერ განხორციელებულ სამოქალაქო აქტივობებში. ეს ყველაფერი არაა, კლუბი აუცილებლად აგრძელებს აქტიურობას და რა თქმა უნდა ახალი იდეებით და ახალი ღონიძებებით ♥ ♥ ♥ ♥

Tuesday, April 9, 2013

დღეს 9 აპრილია !

დღეს 9 აპრილია,ალბათ თითოეულმა თქვენგანმა იცის რა მოხდა.. 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტი-საბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა... როგორც ჩემთვის არის ცნობილი , ამ დროს დაიღუპა ერთი ორსული ქალი ,ხოლო ყველაზე მცირეწლოვანი გოგო რომელიც მოწამლვის შედეგად გარდაიცვალა იყო 16 წლის...მძიმე მოწამლვა მხოლოდ 29 ადამიანს ქონდა ...მე უბრალოდ მინდა პატივი მივაგო 9 აპრილს დაღუპულებს !!!! 
ნათელში იყვნენ მათი სულები .. 
ამინ !

Friday, March 29, 2013

#1 საქველმოქმედო აქციის ფინალი

Photo  გუშინ 28 მარტს შედგა რიგით პირველი საქველმოქმედო აქციის ფინალი. აქციის მიზანი იყო დავხმარებოდით სკოლაში მყოფ სოციალურად დაუცელის სტატუსის მქონე ბავშვებს, ამჟამად გადავწყვიტეთ დავხმარებოდით ორ ბავშვს, რომლებიც აიან მეორე და მესამე კლასში. პროექტი რომ განგვეხორციელებინა დახმარებისთვის მივმართეთ მაღაზიათა ქსელს ,,ვეჯინს’’ და ვთხოვეთ გამოეყოთ საკანცელარიო ნივთები, კომპანია დაგვთანხმდა აქციაში მონაწილეობისთვის და გამოგვიყო ყველა ის საჭირო საკანცელარიო ნივთი, რომელიც შიძლებოდა დასჭირვებოდათა ამ მოსწავლეებს, ამისთვის განსაკუთრებულ მადლობა გვინდა მოვუხადოთ კლუბის სახელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი მცირედია, ჩვენ შევეცადეთ ცოტათი მაინც უზრუნველ გვეყო ბავშვები საკანცელარიო ნივთებით, რაც მათთვის და მათი ოჯახებისთვის მცირეთი შეღავათი იქნებოდა. ამავდროულად  შეგახსენებთ, რომ მსგავსი აქციები კვლავ არის კლუბის სამოქმედო გეგმაში და გაგრძელდება სასწავლო წლის დასრულებამდე.

Thursday, March 28, 2013

სტუმრად მერიაში

სამოქალაქო  განათლებისა  და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში რუსთავის სამოქალაქო კლუბები სიქას ინიციატივით სტუმრად ეწვივნენ რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს. მოცემული საკითხის ირგვლივ გვესაუბრა ბატონი კახა ბარათაშვილი. შეხვედრაზე ბატონმა კახამ ძირითადად ისაუბრა ჩვენს ქალაქში არსებული ორი დიდი პროექტის: კულტურისა და დასვენების პარკისა და სპორტული კომპლექსის შესახებ. შემდეგ შეხვედრა  კითხვა-პასუხის რეჯიმში წარიმართა.