„აქტიური თაობა’’კლუბის წესდებანაწილი 1Iა. ფიზიკური აქტივობების გამართვა სკოლაში და სკოლის გარეთბ. დისკუსიები სხვადასხვა საკითხებზეგ. გონებრივი ცოდნის ამაღლებაIIკლუბი თავის მიზნებს ახორციელებს სკოლაში და მის ფარგლებს გარეთIIIკლუბი ახორციელებს თავის მიზნებს ( რომლებზეც ლაპარაკი იყო I ნაწილში ) შემდეგი მეთოდებით:ა. ფიზიკური აქტივობების ორგანიზება: მხიარული სტარტები, ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის ჩემპიონატების განხორციელება.ბ. საზოგადოებრივი და კულტურული ღონისძიებების ორგანიზება: შეხვედრები, სემინარები, წარმოდგენები, საღამოები.გ. ღონისძიებები, რომლებიც მიმართულ იქნება ბავშვების ინტელექტის ამაღლებაზე.ნაწილი 2IVკლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის ნებისმიერი მოსწავლე.ნაწილი 3Vკლუბის ყოველი წევრი უფლებაა:ა. მონაწილეობა მიიღოს საერთო კრებაშიბ. აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება კლუბის ხელმძღვანელობის არჩევნებშიგ. კლუბის საქმიანობის შესახებ საკუთარი წინადადების წარმოდგენა, აქტიური მონაწილეობა დისკუსიებში ამ თემაზე.კლუბის თითოეული წევრის მოვალეობები:ა. წესდების დაცვაბ. აქტიური მონაწილეობა კლუბის ინიციატივებში, დახმარება მათ განხორციელებაში, კლუბის ხელმძღვანელობასა და სხვა წევრებთან შეთანხმებული მოქმედება.გ. კლუბის გამგეობის გადაწყვეტილებისადმი დამორჩილება.ნაწილი 4VIკლუბის ხელმძღვანელობას შეადგენენ:ა. საერთო კრებაბ. კლუბის გამგეობაკლუბის სამკაციანი გამგეობა ირჩევა ერთი თვით საერთო კრების მიერ.1. საერთო კრება გამგეობას ირჩევს ფარული კენჭისყრით.2. გამგეობის წევრი ხდება სამი ადამიანი, რომელმაც მიიღო ყველაზე მეტი ხმა.3. თუ არჩევნებმა არ გამოავლინა გამგეობის სამივე წევრი, ამ შემთხვევაში ტარდება დამატებითი არჩევნები.4. საერთო კრების თითოეულმა წევრმა ხმა შეიძლება მისცეს მაქსიმუმ სამ კანდიდატს5. გამგეობის სამი წევრიდან ირჩევა ერთი თავჯდომარე, რომელმაც მიიღო ყველაზე მეტი ხმა.VIIკლუბის გამგეობა:ა. ხელმძღვანელობს კლუბის მიმდინარე საქმიანობას.ბ. არის კლუბის წარმომადგენელი მის გარეთგ. იღებს გადაწყვეტილებას ხმათა აბსოლიტური უმრავლესობით, გამგეობის მინიმუმ ორი წევრის ადგილზე ყოფნის შემთხვევაში.ნაწილი 5VIIკლუბის მეურვე მხარს უჭერს და ეხმარება მას კლუბის საქმიანობაში, იგი შუამავლის როლს ასრულებს, ერთი მხრივ, კლუბსა და მეორე მხრივ სკოლის დირექციასა და პედკოლექტივს შორის.ნაწილი 6VIIIა. ვსაუბრობთ ხელის აწევის პრინციპითბ. მოუსმინოთ ერთმანეთსგ. გავაკრიტიკოთ აზრები და არა პიროვნებები
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამას ახორციელებს PH International (ადრე ცნობილი როგორც პროექტი ჰარმონია), მის ფინანსურ მხარდაჭერას კი უზრუნველყობს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო(USAID). პროგრამას მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
კლუბის შინაგანაწესი
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment