Sunday, April 14, 2013

დღეს დედაენის დღე აღინიშნება

     დღეს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. 35 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს, საქართველოს მოსახლეობა ინტელიგენციის ინიციატივით მასობრივად გამოვიდა და წინ აღუდგა საბჭოთა სოციალისტური ხელისუფლების გადაწყვეტილებას ჩვენს ქვეყანაში ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმებას.
     1978 წლის 17 აპრილს თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის  გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა. პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია და უარი თქვა იმპერიალისტურ ზრახვებზე. ეს დღე  ჩვენი სიამაყის ღირსების შნარჩუნების დღეს იქცა.
     14 აპრილი ,,დედა ენის’’ დღედ გამოცხადდა ამ თარიღთან დაკავშირებით დედაენის ძეგლთან, ტრადიციულად, ყოველ წელს, სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა, რათა არ დაივიწყოს ქართველმა რომ:

,, ერის ცხოვრება,
მისი დიდება,
მის ისტორია დაცულ არს ენით;
                                                                                      რა ენა წახდეს
                                                                        ერიც დაეცეს...წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას!...

კლუბი ,,აქტიური თაობა’’ გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს, არ დაივიწყოთ მრავალჭირნახული დედაენა.
დე ,,იძლიეროს ენამ ქართულმა’’










No comments:

Post a Comment