Friday, March 29, 2013

#1 საქველმოქმედო აქციის ფინალი

Photo  გუშინ 28 მარტს შედგა რიგით პირველი საქველმოქმედო აქციის ფინალი. აქციის მიზანი იყო დავხმარებოდით სკოლაში მყოფ სოციალურად დაუცელის სტატუსის მქონე ბავშვებს, ამჟამად გადავწყვიტეთ დავხმარებოდით ორ ბავშვს, რომლებიც აიან მეორე და მესამე კლასში. პროექტი რომ განგვეხორციელებინა დახმარებისთვის მივმართეთ მაღაზიათა ქსელს ,,ვეჯინს’’ და ვთხოვეთ გამოეყოთ საკანცელარიო ნივთები, კომპანია დაგვთანხმდა აქციაში მონაწილეობისთვის და გამოგვიყო ყველა ის საჭირო საკანცელარიო ნივთი, რომელიც შიძლებოდა დასჭირვებოდათა ამ მოსწავლეებს, ამისთვის განსაკუთრებულ მადლობა გვინდა მოვუხადოთ კლუბის სახელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი მცირედია, ჩვენ შევეცადეთ ცოტათი მაინც უზრუნველ გვეყო ბავშვები საკანცელარიო ნივთებით, რაც მათთვის და მათი ოჯახებისთვის მცირეთი შეღავათი იქნებოდა. ამავდროულად  შეგახსენებთ, რომ მსგავსი აქციები კვლავ არის კლუბის სამოქმედო გეგმაში და გაგრძელდება სასწავლო წლის დასრულებამდე.

Thursday, March 28, 2013

სტუმრად მერიაში

სამოქალაქო  განათლებისა  და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში რუსთავის სამოქალაქო კლუბები სიქას ინიციატივით სტუმრად ეწვივნენ რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს. მოცემული საკითხის ირგვლივ გვესაუბრა ბატონი კახა ბარათაშვილი. შეხვედრაზე ბატონმა კახამ ძირითადად ისაუბრა ჩვენს ქალაქში არსებული ორი დიდი პროექტის: კულტურისა და დასვენების პარკისა და სპორტული კომპლექსის შესახებ. შემდეგ შეხვედრა  კითხვა-პასუხის რეჯიმში წარიმართა.  

საქველმოქმედო აქცია #1

როგორც უკვე იცით, ჩვენი კლუბი ახორციელებს საველმოქმედო აქციას, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: ჩვენ ვეხმარებით ჩვენს სკოლაში მყოფ სოციალურად დაუცველ ბავშვებს, რომელებსაც სოციალური ქულების მინიმალური რაოდენობა აქვთ.  ამჟამად ვეხმარებით ორ ბავშვს, კლუბმა ბევრი იფიქრა იმასთან დაკავშირებით თუ რა გადაგვეცა ბენეფიციართათვის და გადავწყვიტეთ, გადავცეთ საკანცელარიო ნივთები, დახმარებისთვის ჩვენ მივმართეთ მაღაზიათა ქსელს ,,ვეჯინს’’, რაზეც დაგვთანხმდნენ და გვითხრეს, რომ გამოგვიყოფდნენ ყველა იმ საჭირო ნივთს, რომელიც მოსწავლეს გამოადგებოდა.

Thursday, March 21, 2013

საქველმოქმედო აქცია #1

პატარა პაუზის მიუხედავად კლუბი კვლავ ჩაერთო სამოქალაქო განათლების ცხოვრებაში და აქტიურად განაგრძობს ახალი ღონისძიებებისა და ინიციატივების განხორციელებას.
  კლუბის შეხვედრა შედგა გუშინ, 20.03.2012-ში. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ კლუბმა გადავწყვიტეთ გაგვეტარებინა ისეთი ღონისძიება, რომელიც არ იქნებოდა ერთჯერადი. ამის მიხედვით შევჯერდით ამ ერთ-ერთ ღონისძიებაზე რომელიც არის საქველმოქმედო  და ეს არ იქნება ერთჯერადი. დაწვრილებვით ინფორმაციას აუცილებლად შეიტყობთ მომდენვო პოსტებიდან.